სასწავლო პროექტი.


პროექტის სახელწოდება: ,,ეძიე, ყრმაო, შენ მხვედრი შენი“

პროექტის თემა- ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ხმა იდუმალი.“

პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებთან ერთად შევარჩიე პროექტის თემა. ისინი დამეხმარნენ მასალების მოძიებაში ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებიდან, გაარკვიეს ცხორებაში როგორ იპოვონ მათთვის შესაფერისი ადგილი, ჩაწვდნენ სტრიქონის არსში: ,,ეძიე, ყრმაო, შენ მხვედრი შენი, ვინძლო იპოვნო შენი საშვენი.“ ყურადღება გამახვილდა პრობლემებსა და ღირებულებებზე, მოხდა დაკავშირება თანადროულობასთან და გაკეთდა დასკვნა: პროექტმა რამდენად შეუწყო ხელი მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას.

პროექტის მიზანი:
გავსაზღვრეთ მთავარი მიზანი, რომელსაც ისახავს ეს პროექტი: როგორ იპოვოს ახალგაზრდამ შესაფერისი ადგილი ცხოვრებაში. ბავშვები კონკრეტული მაგალითების მოყვანით ასაბუთებენ თავიანთ დამოკიდებულებას ლექსის მთავარ სათქმელთან, ცდილობენ გაამდიდრონ თემა სხვადასხვა პოეტებისა და პროზაიკოსების ნააზრევით.

მოსწავლეთა ასაკი-16-17 წელი.

ვადების ხანგრძლივობა-4 დღე.

მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები სიღრმისეულად ჩაწვდებიან ლექსის ძირითად სათქმელს და გამოიყენებენ მას ცხოვრებაში.

რესურსები:
ა) ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების კრებული. ბ) თაბახის ფურცლები. გ) საწერკალამი. დ) კომპიუტერი.

სასწავლო პროექტის მსვლელობა:

I აქტივობა : თემის წარდგენა და შერჩევა. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების მხატვრულად წაკითხვა, ყურადღების გამახვილება ლექსზე: ,,ხმა იდუმალი.“

II აქტივობა: თემისა და მისი შესაბამისი კითხვების შერჩევა.
ა) როგორ არის გამოხატული ლექსში ის, რომ იდუმალი ხმა სულიერი ტკივილების გამომწვევია?
ბ) ცხოვრების რომელი ხანის შემდეგ ჩნდება იდუმალი ხმა და როგორ არის დახასიათებული ეს ხანა, რა განასხვავებს ამ ხანას შემდგომი ცხოვრებისგან?
გ) რაზე მეტყველებს ის, რომ იდუმალი ხმა პოეტს სიზმარშიც ჩაესმის?
დ) რატომ ფიქრობს პოეტი, რომ ეს ხმა სინდისის ხმა არ უნდა იყოს?
ე) მართლაც ხომ არ აქვს იდუმალ ხმას სდინდისთან კავშირი, თქვენი აზრით, რა ხმაა ეს?
ვ) პოეტი მიუთითებს, რომ იდუმალი ხმა შეიძლება  ბოროტი ძალის ხმა იყოს, თქვენი აზრით, რატომ თვლის პოეტი ამას დასაშვებად?
ზ) რა არის იდუმალი ხმის სათქმელი, რას მოითხოვს იგი?
თ) რას გულისხმობს სიტყვები: ,,როს მხვდეს ამ სოფლად ჩემი წილობა?“
ი) განსაკუთრებით ლექსის რომელმა ადგილმა მიიქცია თქვენი ყურადღება და რატომ?
კ) რა განწყობითაა ლექსი დაწერილი, როგორი ინტონაცია უნდა შევარჩიოთ წაკითხვისას?
ლ) რა არის ლექსის თემა?
მ) შემდგომ  ვადარებ ერთმანეთს ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ხმა იდუმალს“ და ილია ჭავჭავაძის ,,მგზავრის წერილებს“ და ვსვამ კითხვას: რით შეიძლება უკავშირდებოდეს ეს ორი ნაწარმოები ერთმანეთს?
ვპოულობთ მსგავსება-განსხვავებებს ნაწარმოებებს შორის.
აგრეთვე, ბავშვები იმსჯელებენ რა მსგავსება-განსხვავებაა ნიკოლოზ მარათაშვილის წერილის ნაწყვეტსა და ,,ხმა იდუმალს შორის“.

III აქტივობა:
ჩამოვაყალიბეთ საპროექტო ჯგუფი, გავანაწილე მასალები, რაზეც თითოეული მოსწავლე იმუშავებს ცალ-ცალკე.

IVაქტივობა:
შევადგინეთ პროექტის შემაჯამებელი შეფასების სქემა.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული.

პროექტის ხელმძღვანელი: ზოია მეგრელიშვილი.

პროექტის ხელმძღვანელის ელფოსტა: zoiamegrelishvili@gmail.com